|
2023-05-18 13:54:43, 723 ნახვა
საზოგადოება
დავით იოსებაშვილმა აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში ეროვნული პარკების სამსახურის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრები გაიმართა
დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე დავით იოსებაშვილი, მოადგილესთან თამარ ხახიშვილთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა, სადაც აშშ-ის ეროვნული პარკების სამსახურის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრები გაიმართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს. მათი ცნობით, ვიზიტი მიზნად ისახავდა ორი ქვეყნის საუკეთესო გამოცდილების, ცოდნისა და ინფორმაციის გაზიარებას, ერთობლივი პროექტებისა და აქტივობების განხორციელებას, რაც მიმართული იქნება დაცული ტერიტორიების მართვის გაუმჯობესებისკენ. „ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე, დელეგაცია გაეცნო ამერიკის ეროვნული პარკების ბუნებრივი და კულტურული ძეგლების მართვის სპეციფიკას, გამოცდილებას, მათ შორის ვიზიტორთა მომსახურების, ეკოტურისტული საქმიანობების, ხანძრებთან ბრძოლის თუ კანონაღსრულების მიმართულებით. დელეგაცია გრანდ კანიონის ეროვნულ პარკს ეწვია, რომელიც მსოფლიოს ულამაზეს კანიონად ითვლება და ერთ-ერთ უმთავრეს ტურისტულ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ ამერიკის შეერთებულ შატატებში ვიზიტის განმავლობაში, ხელი მოეწერა თანამშრომლობის დეკლარაციას, რომელიც მომდევნო 10 წლის განმავლობაში ორ ქვეყანას შორის, ერთობლივი პროექტებისა და აქტივობების განხორციელებით მჭიდრო თანამშრომლობას ითვალისწინებს, მათ შორის, გარემოს დაცვის, კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობების დაცვის, ტურიზმისა და ეკოტურიზმის განვითარების კუთხით. ამერიკულ და ქართულ მხარეებს შორის შეთახმების გაფორმება ამერიკის შეერთებული შტატების შინაგანი დეპარტამენტის საერთაშორისო ტექნიკური დახმარების პროგრამის (USDOI-ITAP) ინიცირებით მოხდა“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.
დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს
ევროპარლამენტარი კშიშტოფ ბრეიზა: ოცნების რეჟიმმა ავტორიტარიზმი დაამყარა, EU ვერ დარჩება დუმილის რეჟიმში
სირსკი: ჩემს შემცვლელს ვუტოვებ არმიას, რომელიც უტევს, იმედია, ეს გაგრძელდება
OpenAI: ავტონომიურმა AI-მ სხვა კომპანიის სისტემებში დამოუკიდებლად შეაღწია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)