|
2023-05-17 12:41:52, 446 ნახვა
საზოგადოება
კალაძე - მგზავრობის საფასურის გამარტივებული გადახდისთვის ბრენდირებული QR კოდები ტაქსის მძღოლებს 22 მაისიდან გადაეცემათ
თბილისის მერმა A კატეგორიის ტაქსის მძღოლებისთვის შეთავაზებულ, მგზავრობის ღირებულების QR კოდით გადახდის ინოვაციურ სერვისზე დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა და დაინტერესებულ ტაქსის მძღოლებს სერვისის გამოყენების დეტალებზე ინფორმაცია მიაწოდა. კახა კალაძის თქმით, მგზავრობის საფასურის გადახდის გამარტივების მიზნით შეთავაზებული სერვისის მიღებას A კატეგორიის ტაქსის მძღოლები, სურვილის შემთხვევაში, 22 მაისიდან შეძლებენ. „წინა მთავრობის სხდომაზე გაგაცანით სიახლე, რომელიც ითვალისწინებს A კატეგორიის ტაქსის მძღოლებისთვის მომსახურების ღირებულების QR კოდით გადახდის სწრაფი და ინოვაციური სერვისის შეთავაზებას, რომელიც კომპანია BKN301 Georgia-მ შეიმუშავა. ეს შეიძლება არა მხოლოდ A კატეგორიის ტაქსის მძღოლებისთვის იყოს განსაზღვრული, არამედ B კატეგორიის ტაქსის მძღოლებისთვისაც, თუმცა ისინი ძირითადად აპლიკაციით მუშაობენ. A კატეგორიის ტაქსის მძღოლებს აქვთ შესაძლებლობა, მიიღონ QR კოდი, რომელიც ძალიან კომფორტულია როგორც მძღოლისთვის, ასევე მგზავრისთვის. შეიძლება ადამიანს არ ჰქონდეს ხელზე თანხა და ის ამ დროს ბარათით საფასურის გადახდას მარტივად შეძლებს ამ QR კოდის საშუალებით. ტაქსის მძღოლი კი მომენტალურად მიიღებს თანხას მის საბანკო ანგარიშზე. აღნიშნული QR კოდების გაცემა შესაძლებელი იქნება 22 მაისიდან, შეგიძლით მობრძანდეთ თბილისის მერიის, სამგორისა და გლდანის მუნიციპალურ სერვის ცენტრებში (ჟ.შარტავას ქ. N7; მოსკოვის გამზირი N14; დ. სარაჯიშვილის ქ. N1გ). სადაც იქნებიან ჩვენი თანამშრომლები, რომლებიც ყველანაირად დაგეხმარებიან“, - განაცხადა კახა კალაძემ.
დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს
ევროპარლამენტარი კშიშტოფ ბრეიზა: ოცნების რეჟიმმა ავტორიტარიზმი დაამყარა, EU ვერ დარჩება დუმილის რეჟიმში
სირსკი: ჩემს შემცვლელს ვუტოვებ არმიას, რომელიც უტევს, იმედია, ეს გაგრძელდება
OpenAI: ავტონომიურმა AI-მ სხვა კომპანიის სისტემებში დამოუკიდებლად შეაღწია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)