|
2023-05-16 22:06:52, 812 ნახვა
საზოგადოება
„რუსული ხომალდი ევროკავშირში ვერ შეგვიყვანს“ - აქცია Georgian Airways-ის ოფისთან
„რუსული ხომალდი ევროკავშირში ვერ შეგვიყვანს“ - ამ ლოზუნგით მიმდინარეობს საზოგადოების პროტესტი Georgian Airways-ის ოფისთან. აქციის მონაწილეებმა რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის საკითხს აპროტესტებენ და აღნიშნავენ, რომ რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის გადაწყვეტილება ქვეყანის ევროპულ მომავალს რისკის ქვეშ აყენებს. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები. "საქართველო მთავრობა ცდილობს, ევროკავშირის საწინააღმდეგო გადაწყვეტილებები მიიღოს - გადაწყვეტილებები, რომლებიც ხელს შეუწყობს, რომ ევროკავშირმა არ მოგვცეს კანდიდატის სტატუსი, გავხდეთ კვლავ რუსეთის გუბერნია, რასაც ჩვენ, სტუდენტები, სამოქალაქო საზოგადოება არ შევეგუებით", - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ლაზარე ორდენაძემ. ცნობისთვის, 10 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა რუსული ავიახაზებისთვის საქართველოსთან ფრენის აკრძალვა გააუქმა. საქართველოს მოქალაქეებისთვის ასევე გაუქმდა სავიზო რეჟიმი. ოფიციალურ პორტალზე გამოქვეყნებული განკარგულების თანახმად, გადაწყვეტილება ძალაში 2023 წლის 15 მაისიდან შევა. კიდევ ერთი გადაწყვეტილება, რომლის შესახებაც რუსეთმა გუშინ განაცხადა, „საქართველოში მოგზაურობისგან თავის შეკავების რეკომენდაციის“ გაუქმებას ეხება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)