|
2023-05-16 20:28:27, 1293 ნახვა
ეკონომიკა
რომეო მიქაუტაძე - მწვანე წყალბადის საპილოტე პროექტი განსაკუთრებული მნიშვნელობის იქნება საქართველოში ეკოლოგიური წყალბადის ენერგეტიკის განვითარებისთვის
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას," ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიასა და „გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს" (KfW) შორის ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს მწვანე წყალბადის პროექტის განვითარებასთან დაკავშირებით. გაფორმებულ მემორანდუმში გამოხატულია მხარეთა განზრახვა, ერთობლივი ძალისხმევით განავითარონ როგორც მწვანე წყალბადის საპილოტე საწარმო, ასევე მისი სრული ღირებულებითი ჯაჭვი (მოთხოვნა–მიწოდების ჩათვლით). ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის განცხადებით, ხელისუფლება განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს საქართველოში წყალბადის ენერგიის განვითარების პერსპექტივებს. „ამ მიმართულებით ძალიან აქტიურად მუშაობს ეკონომიკის სამინისტრო შესაბამის ქვეუწყებებთან ერთად და ის საპილოტე პროექტი, რომლის მემორანდუმსაც დღეს მოეწერა ხელი, ამ აქტიური მუშაობისა და ურთიერთთანამშრომლობის კარგი მაგალითია. ვფიქრობ, რომ ეკოლოგიური წყალბადის ენერგეტიკის განვითარებას ჩვენს ქვეყანაში კარგი საფუძველი აქვს და ეს მიმართულებაც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს საქართველოს ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფაში, რაც ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტული ამოცანაა" - აღნიშნა რომეო მიქაუტაძემ. მინისტრის პირველი მოადგილის ინფორმაციით, პროექტის პირველ ეტაპზე დაგეგმილია შესაბამისი ტექნიკურ-ეკონომიკური და სხვა საჭირო კვლევების განხორციელება გერმანული მხარის დაფინანსებით. „იმ შემთხვევაში, თუ კვლევებით დადასტურდება პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური მიზანშეწონილობა, მომდევნო ეტაპი ითვალისწინებს მწვანე წყალბადის გენერაციის სადგურის მშენებლობას და ნახშირორჟანგის ემისიის შემცირების მიზნით, სადგურის მიერ გამომუშავებული მწვანე წყალბადის მიწოდებას ბათუმის მუნიციპალიტეტისთვის. ეს იქნება საპილოტე პროექტი, რომლის წარმატებით განხორციელებაც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოში ეკოლოგიური წყალბადის ენერგეტიკის განვითარებაში", - განაცხადა რომეო მიქაუტაძემ.
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)