|
2023-05-16 17:04:47, 692 ნახვა
საზოგადოება
მხატვრული კითხვის კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეები ქედი მუნიციპალიტეტის მერმა სიგელებითა და სიმბოლური საჩუქრებით დააჯილდოვა
მხატვრული კითხვის კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეები მუნიციპალიტეტის მერმა როლანდ ბერიძემ სიგელებითა და სიმბოლური საჩუქრებით დააჯილდოვა. ამის შესახებ ინფორმაციას ქედის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. კონკურსის დასკვნითი ეტაპი 25 აპრილს ქედის კულტურის ცენტრში გაიმართა, რომელშიც ქედის საჯარო სკოლების 50 მოსწავლე ღებულობდა მონაწილეობას. კონკურსის მიზანია მოსწავლეებს გამოუმუშავოს ლიტერატურის, მხატვრული კითხვის უნარ-ჩვევების ასევე, ჟესტების, მიმიკის, ინტონაციის , ორთოგრაფიული და პუნქტუციური ნორმების სათანადოდ გამოყენების უნარი. კონკურსში მონაწილე მოსწავლეები შეაფასა და 11 გამარჯვებული გამოავლინა კომპეტენტური ჟიურის წევრებმა. დაჯილდოების ცერემონიაში მონაწილეობდა მერის პირველი მოადგილე იმედა ვასაძე, განათლების, კულტურის, ტურიზმის, სპორტის, ძეგლთა დაცვის და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახურის უფროსი ეკარტერინე ქაჯაია, ქედის რესურსცენტრის დირექტორი დურმიშხან შავიშვილი, კულტურის ცენტრის დირექტორი ჯამბულ სურმანიძე და რეჟისორი ლია მახარაძე.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)