|
2023-05-16 13:30:57, 775 ნახვა
საზოგადოება
კადეტთა სამხედრო ლიცეუმის დირექტორი „ჩვენი ჯარის“ ფარგლებში სკოლის მოსწავლეებს შეხვდა
პროექტი „ჩვენი ჯარი“, რომელსაც თავდაცვის სამინისტრო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად საზოგადოების ინფორმირებისა და ახალგაზრდებში ჯარის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით ახორციელებს, მიმდინარე სასწავლო წელს წარმატებით სრულდება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართელოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, პროექტის ფარგლებში კადეტთა სამხედრო ლიცეუმის დირექტორი, პოლკოვნიკი მალხაზ გოლეთიანი ქუთაისის ანდრია რაზმაძის სახელობის №41 საჯარო სკოლას ესტუმრა და შეხვედრა გამართა. მან მაღალი კლასების მოსწავლეებთან საქართველოს თავდაცვის ძალების ისტორიის, მიზნების, ამოცანებისა და თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმების შესახებ ისაუბრა. „ასევე, ყურადღება გაამახვილა სამხედრო საქმის მნიშვნელობაზე. პოლკოვნიკმა მალხაზ გოლეთიანმა მოსწავლეებს პირადი გამოცდილებაც გაუზიარა და მოგვიანებით მათთვის საინტერესო შეკითხვებს უპასუხა. საქართველოს მასშტაბით, თავდაცვის ძალების წარმომადგენლები საჯარო სკოლების მოსწავლეებს ეტაპობრივად ხვდებიან და ქართული ჯარის შესახებ აქტუალურ ინფორმაციასა და სიახლეებს პირადად აწვდიან. პროექტი ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლებასა და პატრიოტული სულისკვეთების გაღრმავებას ისახავს მიზნად“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)