20:02 - 22 Jul, 2026
|
2023-05-15 22:05:34, 827 ნახვა
საზოგადოება
თორნიკე რიჟვაძემ 100 წლის იუბილე პედაგოგს და ომის ვეტერან ქეთევან ლორიას მიულოცა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ, აჭარის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრთან ნინო ნიჟარაძესთან ერთად, ქეთევან ლორიას 100 წლის იუბილე მიულოცა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს. ქეთევან ლორია ომის ვეტერანია და პედაგოგიური საქმიანობის 56 წლიანი გამოცდილება აქვს. აჭარის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს 100 წელს გადაცილებული მოქალაქეების ერთჯერადი დახმარების პროგრამის ფარგლებში, ქეთევან ლორიას 1000 ლარი გადაეცა. სამინისტროს აღნიშნული პროგრამით მიმდინარე 2023 წელს, აჭარაში მცხოვრები 100 წელს გადაცილებული 50 მოქალაქე ისარგებლებს. ამ დროისთვის, აჭარის რეგიონში ყველაზე უხუცესი ქალბატონი, ქობულეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები, 108 წლის ფატყუმე დიასამიძეა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)