|
2023-05-15 18:21:53, 1040 ნახვა
საზოგადოება
ბერძენიშვილი - ჩემს სახლთან 20-მდე ნიღბიანი პირი იყო მობილიზებული, მათი მიზანი ალბათ ფიზიკური ანგარიშსწორება იყო
აქ [ჩემ სახლთან] ყოფილა დაახლოებით 15-20 ადამიანი, ფიზიკურად კარგად მომზადებული, შესაბამისი ნიღბებით და ეკიპირებით. ამის შესახებ პროფესორმა ლევან ბერძენიშვილმა განაცხადა. როგორც ბერძენიშვილი აღნიშნავს, მისი გადაადგილების მარშუტი კარგად იციან და მას ელოდებოდნენ სახლთან, როდესაც ის უნივერსიტეტიდან ბრუნდებოდა, ამის შესახებ მას მისმა მეუღლემ აცნობა და ადგილზე საპატრულო პოლიცია გამოიძახა, რის შემდეგაც ნიღბიანმა პირებმა ტერიტორია დატოვეს. "აქ ყოფილა დაახლოებით 15-20 ადამიანი, ფიზიკურად კარგად მომზადებული, შესაბამისი ნიღბებით და ეკიპირებით. მე თვითონ არ მინახავს გზაში ვიყავი. მე გამაფრთხილეს. მათ შესანიშნავად იციან ჩემი გადაადგილების გრაფიკი. ეს უკვე მერამდენე შემთხვევაა. ხან შემთხვევით მოქალაქე შემხვდება და რაღაცას მეტყვის და ხან რა. მე თვითონ არ ვიცი, როდის სად მივდივარ და იმათთან იციან უკეთ. ამჟამად მოვდიოდი კავკასიის უნივერსიტეტიდან, როდესაც დავამთავრე ლექციები და დამირეკეს ოჯახიდან, აქ არიან აგრესიულად განწყობილი [პირები]. არაფერ უთქვამთ, იღიმებოდნენ, მაგრამ კუნთებზე იყურებოდნენ. როდესაც გამოძახებული იქნა პატრული, ეს ხალხი გაქრა. დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ. ეს არის ბოლო დროს აგორებული, რომ თითქოს მე ხევსურებს რაღაც შეურაცხყოფა მივაყენე 2013 წელს. [...] ალბათ, ფიზიკური ანგარიშსწორება იყო მათი ამოცანა"- ამბობს ბერძენიშვილი.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)