|
2023-05-15 16:59:37, 891 ნახვა
საზოგადოება
თბილისში, თაბუკაშვილის ქუჩაზე ხანძარი ლიკვიდირებულია
თბილისში, თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე სამსართულიან სახლში ხანძარი ლიკვიდირებულია. აღნიშნულ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, შემთხვევის ადგილზე 13 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი იყო მობილიზებული, ასევე ადგილზე იმყოფებოდა სასწრაფო-სამედიცინო სამსახური და საპატრულო პოლიცია. "შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე მაშველებმა თაბუკაშვილის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძარი ჩააქრეს. არსებობდა ხანძრის გავრცელების საფრთხე, თუმცა უწყვეტი მუშაობის შედეგად, მეხანძრე-მაშველებმა დროულად მოახერხეს ხანძრის ლოკალიზება და შემდეგ ლიკვიდაცია. მიმდინარეობს მხრჩოლავი კერების დამუშავება. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ შემოსულა. მისამართზე 13 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი იყო მობილიზებული, ასევე ადგილზე იმყოფებოდა სასწრაფო-სამედიცინო სამსახური და საპატრულო პოლიცია",- ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)