20:02 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-15 16:18:03, 815 ნახვა

საზოგადოება
მარიამ ლაშხმა კასპის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრა გამართა

კასპის ტექნო პარკში, კასპის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან საქართველოს პარლამენტის და პარლამენტის გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საბჭოს წევრმა, მარიამ ლაშხმა შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პარლამენტის წევრი მოსწავლეებს ესაუბრა საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საბჭოს შესახებ და  გააცნო საბჭოს მთავარი ფუნქციები.

როგორც მარიამ ლაშხმა აღნიშნა მნიშვნელოვანია გენდერული ცნობიერების ამაღლება სკოლის ასაკიდან დაიწყოს,  რათა ადრეული ასაკიდანვე მოხდეს მათი ჩამოყალიბება და ფორმირება.

შეხვედრაზე მოსწავლეებს ასევე ესაუბრნენ თანამედროვე ტექნოლოგიებზე,  ონლაინ განათლებასა და ელექტრონული სწავლების პლატფორმებზე.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
IPI: ვახო სანაიას პატიმრობა განსხვავებული აზრის ჩახშობის კიდევ ერთი საგანგაშო ნაბიჯია
ბათუმში სროლა იყო, დაჭრილია 1 ადამიანი
როგორ შეიქმნა სუხიშვილების ახალი ვიდეო "საქართველოს შემოქმედება, რომელიც არ ჩერდება"
პენ საქართველო: ვახო სანაიას საქმე სცილდება 1 ჟურნალისტის უფლებების დარღვევას, სახიფათოა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics