20:04 - 22 Jul, 2026
|
2023-05-14 18:10:50, 907 ნახვა
საზოგადოება
თბილისში, ართვინის ქუჩაზე კედლის გამაგრების სამუშაოების დროს 2 მუშა დაიღუპა
თბილისში, სვანეთის უბნის დასახლებაში კედლის გამაგრების სამუშაოების დროს 2 მუშა დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოების დროს ფერდობის მასა ჩამოიშალა და სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის 2 თანამშრომელი მოიყოლა. შემთხვევა ართვინის ქუჩაზე, დაახლოებით, ორი საათის წინ მოხდა. "ეზოში ვტრიალებდი და დიდი ხმაური გავიგონე. მიწა ჩამოწოლილა, რომლის ქვეშაც 2 მუშა მოყვა. საყრდენი კედელი შენდება. ცოტა ხნის წინ ორივე მიცვალებული ამოიყვანეს",- უთხრა ერთ-ერთმა ადგილობრივმა მცხოვრებმა "მთავარ არხს". ამ დროისთვის ართვინის ქუჩაზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)