20:02 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-13 17:46:42, 1255 ნახვა

საზოგადოება
უკრაინაში მებრძოლი ქართველი მეომრები ბახმუტში შევიდნენ

უკრაინაში მებრძოლი ქართველი მეომრები ბახმუტში შევიდნენ. ფაქტის ამსახველ ვიდეომასალას უკრაინაში მებრძოლი ქართველი მეომეარი თორნიკე გოგუაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.

ვიდეოში ჩანს, რომ ჯარისკაცები ბახმუტის მისადგომებთან დგანან.

"რუსებო მოვდივართ. დღეს დაიშტურმება რუსეთის პოზიციები და ვაგნერელები პასუხის მიიღებენ იმ უმსგავსობის გამო, რაც ჩაიდინეს და გააკეთეს რამდენიმე დღის წინ",- ისმის ვიდეოში.

აღსანიშნავია, რომ ცოტახნის წინ უკრაინის სახმელეთო ძალების მეთაურმა, გენერალმა ალექსანდრე სირსკიმ ასევე განაცხადა, რომ ბახმუტის მიმართულებით უკრაინელი ჯარისკაცები ფრონტის ზოგიერთ რაიონში წინ მიიწევენ.

ამასთან, გუშინ, 12 მაისს უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარმა განაცხადა, რომ უკრაინულმა ძალებმა ბახმუტის მიმართულებით 2 კმ-ით წინ წაიწიეს, ამ კვირაში არცერთი პოზიცია არ დაუკარგავთ.

შეგახსენებთ, რომ 11 მაისს, "ტელეგრამ-არხებზე" გავრცელდა ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, რომ სამხედროები, რომლებიც თავს რუსული დაჯგუფება "ვაგნერის" წევრებად მოიხსენიებენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებს შეურაცხყოფას აყენებდნენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
IPI: ვახო სანაიას პატიმრობა განსხვავებული აზრის ჩახშობის კიდევ ერთი საგანგაშო ნაბიჯია
ბათუმში სროლა იყო, დაჭრილია 1 ადამიანი
როგორ შეიქმნა სუხიშვილების ახალი ვიდეო "საქართველოს შემოქმედება, რომელიც არ ჩერდება"
პენ საქართველო: ვახო სანაიას საქმე სცილდება 1 ჟურნალისტის უფლებების დარღვევას, სახიფათოა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics