|
2023-05-13 14:27:41, 1607 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსმა ოკუპანტებმა ხმელნიცკი დაბომბეს - დაშავდა 21 ადამიანი
რუსმა ოკუპანტებმა გუშინ, გვიან ღამით ხმელნიცკი დაბომბეს, დაშავდა 21 ადამიანი,- აღნისნულის შესახებ ინფორმაციას ხმელნიცკის სამხარეო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგეი ტიურინი ავრცელებს. მისი თქმით, მტერმა რეგიონის ერთ-ერთ კრიტიკულ ინფრასტრუქტურულ ობიექტს დაარტყა, რომელიც დასახლებების გარეთ მდებარეობს. მისივე თქმით, დაშავებულებიდან 2 ჰოსპიტალიზებულია, დანარჩენებს კი სამედიცინო დახმარება გაუწიეს და ამბულატორიულ მკურნალობაზე გადაიყვანეს. "დასახლებებში, რომლებიც დარტყმის ეპიცენტრთან ახლოს მდებარეობს, აფეთქების ძლიერმა ტალღებმა დააზიანა სამოქალაქო ობიექტები: ჩამტვრია ფანჯრები, კარები, დაზიანდა სახურავები. კერძოდ, დაზიანდა საგანმანათლებლო, სამედიცინო და კულტურული დაწესებულებები, ადმინისტრაციული შენობები, სამრეწველო ობიექტები, მრავალსართულიანი და ინდივიდუალური საცხოვრებელი კორპუსები“, - განაცხადა ტიურინმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)