|
2023-05-12 15:28:19, 1477 ნახვა
რეგიონი
თორნიკე რიჟვაძემ ევროპის სოფლის ტურიზმის ასამბლეაში მიიღო მონაწილეობა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ევროპის სოფლად ტურიზმის გენერალურ ასამბლეას და სოფლის ტურიზმის საერთაშორისო კონფერენციის გახსნას დაესწრო, რომელიც ბათუმში იმართება და დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა. თორნიკე რიჟვაძის თქმით, მნიშვნელოვანია ტურისტული სექტორის წარმომადგენლებმა გაიზიარონ ევროპის საუკეთესო პრაქტიკა, როგორც საოჯახო სასტუმროების მართვის, ასევე სოფლად ეკო ტურიზმის განვითარების კუთხით. „როცა ეკონომიკის ზრდაზე ვსაუბრობთ, რომლის უპრეცედენტო ზრდის მაჩვენებელი გვაქვს ყველა მიმართულებით, ეს არ არის ეფემერული საკითხი, ეს არის ის კონკრეტული შედეგები, რომელიც თითოეულ ოჯახს ცხოვრების უკეთეს პერსპექტივას უქმნის. ამ სახის ღონისძიებები კიდევ უფრო მეტად დაეხმარება ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს კიდევ უფრო სწორად და მდგრადად განავითარონ აჭარაში ეკო ტურიზმი, სოფლად ტურიზმი. ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ ტურიზმის განვითარება და ეკონომიკის განვითარება იგრძნობოდეს ყველგან, სოფლად და ქალაქად", - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ სიტყვით გამოსვლისას. ევროპის სოფლის ტურიზმის გენერალური ასამბლეა ბათუმში წელს პირველად ტარდება, სოფლის ტურიზმის საერთაშორისო კონფერენციას კი აჭარა მეოთხედ მასპინძლობს. ღონისძიების ორგანიზატორი აჭარის ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტია. კონფერენციაში მონაწილეობას ტურიზმის სფეროს ექსპერტები და წარმომადგენლები ნორვეგიიდან, საბერძნეთიდან, კვიპროსიდან, ფინეთიდან, ლიეტუვადან, უნგრეთიდან, სლოვაკეთიდან, ესპანეთიდან და საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან იღებენ. ჯამში, ევროპის გენერალურ ასამბლეასა და კონფერენციას საოჯახო სასტუმრო სახლების, ტურისტული სააგენტოების, სოფლის და ეკო ტურიზმის სხვადასხვა სფეროს, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების 150-ზე მეტი წარმომადგენელი ესწრება. კონფერენციის გახსნას აჭარის მუნიციპალიტეტების მერები, მინისტრთა კაბინეტის წევრები და ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)