21:11 - 22 Jul, 2026
|
2023-05-10 18:09:22, 821 ნახვა
საზოგადოება
ჩეჩენი ჟურნალისტი, რომელიც რუსეთში პატიმრობაში იმყოფებოდა საქართველოში არ შემოუშვეს
ჩეჩენი ჟურნალისტი, ჟალავდი გერიევი, რომელიც რუსეთში პატიმრობაში სამი წლის განმავლობაში იმყოფებოდა და აწამეს, საქართველოში არ შემოუშვეს. ამის შესახებ ინფორმაციას OC Media ავრცელებს. გერიევის თქმით, ის ბუდაპეშტიდან თბილისში შაბათს, 6 მაისს ჩამოვიდა და როდესაც მესაზღვრემ მის პასპორტში დაინახა, რომ ის ჩეჩნეთში იყო დაბადებული, საბუთები დამატებით შესამოწმებლად ჩამოართვეს. "ყველაფერი ისე იყო, როგორც ჩვეულებრივ რუსულ აეროპორტში", - განუცხადა გერიევმა OC Media-ს. მან საქართველოს ხელისუფლება ჩრდილოეთ კავკასიელი ხალხის მიმართ „არაპროფესიონალურ“ და დისკრიმინაციულ ქცევაში დაადანაშაულა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)