|
2023-05-10 15:17:17, 936 ნახვა
საზოგადოება
უმცროს ოფიცერთა მომზადების კურსების გამოშვება საერთო საჯარისო ცენტრში
კრწანისში, საერთო საჯარისო ცენტრში ქვეითი და კავშირგაბმულობის უმცროს ოფიცერთა მომზადების კურსების გამოშვების საზეიმო ცერემონიალი გაიმართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, კურსდამთავრებულებს საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ და წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალმა, პოლკოვნიკმა ზურაბ ხვიჩიამ სიტყვით მიმართეს, სწავლის დასრულება მიულოცეს და უმცროს ოფიცრებს წარმატებული კარიერა უსურვეს. ღონისძიების დასასრულს მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ თავდაცვის ძალების სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად კურსდამთავრებულებს დიპლომები გადასცა. „ქვეითი და კავშირგაბმულობის უმცროს ოფიცერთა მომზადების კურსები კრწანისში ჩატარდა. უმცროსმა ოფიცრებმა ქვეითი საბრძოლო ვარჯიშები, თავდასხმითი, თავდაცვითი და საპატრულო ოპერაციები, თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობების ჩატარების მეთოდიკა, ტაქტიკა და ქვედანაყოფის მართვის პროცედურები შეისწავლეს. სწავლების ფარგლებში ასევე, პირველად ჩატარდა გაერთიანებული სწავლება საშტაბო-სამეთაურო კოლეჯის, მანევრის კაპიტნის საკარიერო მომზადების, ქვეით უმცროს ოფიცერთა მომზადებისა და სერჟანტთა აკადემიიდან სერჟანტთა საკარიერო მომზადების კურსების წარმომადგენლების ჩართულობით. სწავლების მიზანი პარალელური დაგეგმვის პროცესის, სამხედრო გადაწყვეტილების მიღებისა და ქვედანაყოფის მართვის პროცედურების დახვეწა იყო“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
ზესტაფონში ავარიის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
IPI: ვახო სანაიას პატიმრობა განსხვავებული აზრის ჩახშობის კიდევ ერთი საგანგაშო ნაბიჯია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)