|
2023-05-09 15:07:50, 1015 ნახვა
მსოფლიო
შოლცი - EU არ უნდა შეშინდეს მოსკოვის მიერ სამხედრო ძალის დემონსტრირებით
ევროკავშირი არ უნდა შეშინდეს მოსკოვის მიერ სამხედრო ძალის დემონსტრირებით და უნდა გააგრძელოს უკრაინის მხარდაჭერა, ვიდრე უკრაინას დასჭირდება,- ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა სტრასბურგში, ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. შოლცის თქმით, სტრასბურგიდან 2 200 კილომეტრში, პუტინი თავისი ჯარისკაცების, ტანკებისა და რაკეტების აღლუმს მართავს. "აქედან ჩრდილო-აღმოსავლეთით 2 200 კილომეტრში, პუტინი თავისი ჯარისკაცების, ტანკებისა და რაკეტების აღლუმს მართავს. ჩვენ არ უნდა შეგვაშინოს ძალაუფლების ამგვარმა თამაშებმა! მოდი, ვიყოთ ურყევი უკრაინის მხარდაჭერაში - რამდენი ხანიც მას ეს დასჭირდება",- განაცხადა შოლცმა. ცნობისთვის, დღეს, 9 მაისს მოსკოვში "გამარჯვების დღისადმი" მძღვნილი აღლუმი გაიმართა. აღლუმი, დაახლოებით, 45 წუთის განმავლობაში მიმდინარეობდა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის გენერალურმა შტაბმა ნავთობის საცავის გარდა, ტანკერების და გემ „სვეტლიაკის“ დაბობვის შესახებ განაცხადა
კიევსა და სხვა რამდენიმე ქალაქში ფედოროვის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები მეორე დღეა გრძელდება: მონაწილეები სკანდირებენ „სირსკი, წადი!“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)