|
2023-05-08 11:17:09, 1174 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისი კაპიტალის“ ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან - ამ კვირაში შერბილების ციკლის დაწყებაა მოსალოდნელი
აპრილის ინფლაცია "თიბისი კაპიტალის" საკმაოდ ოპტიმისტურ მოლოდინებთან შედარებითაც კი უფრო დაბალია. მნიშვნელოვანია, რომ მართალია ჯერჯერობით მხოლოდ ყოველთვიურ ჭრილში, თუმცა ადგილობრივი და დიდწილად მომსახურების ინფლაცია უკვე რამდენიმე თვეა სამიზნეზეა. "თიბისი კაპიტალის" შეფასებით, თუ ლარი არ გაუფასურდა, სამომხმარებლო ფასების წლიური ცვლილება მალე ნეგატიურიც კი იქნება. "თიბისი კაპიტალი" არ ფიქრობს, რომ საქართველოში გარკვეული პერიოდის განმავლობაში დეფლაცია ეკონომიკის ზრდისა და დასაქმების კუთხით მნიშვნელოვანი გამოწვევაა. თუმცა, თავისთავად, ცალკე აღებული ეს ფაქტორი სამომავლოდ ლარის კურსისათვის ნეგატიურია. ამ ფონზე და იმის გათვალისწინებით, რომ სავალუტო ბაზარზე გამყარების ზეწოლა გრძელდება და ასევე ბოლო პერიოდში დაკრედიტების სავალუტო კომპოზიციაში უცხოური ვალუტა ჭარბობს, "თიბისი კაპიტალის" აზრით, მონეტარული პოლიტიკის შერბილების ციკლი უკვე ამ კვირაში დაიწყება. "თიბისი კაპიტალის" შეფასებით, რეფინანსირების განაკვეთი 0.5 პროცენტული პუნქტით დაიწევს, წლის ბოლომდე კი, არსებული 11%-დან სულ მცირე 9.5%-მდე მაინც შემცირდება. გაეცანით პუბლიკაციის სრულ ვერსიას ბმულზე.
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)