22:30 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-06 10:21:17, 1546 ნახვა

ომი უკრაინაში
ISW - რუსებმა შეცვალეს პრიორიტეტი და ბახმუტის დაკავების ნაცვლად, უკრაინის კონტრშეტევისთვის ემზადებიან

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ შეცვალა პრიორიტეტი ბრძოლის ველზე და აქცენტი ბახმუტის აღებიდან უკრაინული კონტრშეტევისთვის საპასუხო მომზადებაზე გადაიტანა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ომის შესწავლის ინსტიტუტი (ISW) ავრცელებს.

ანალიტიკოსების თქმით, ამგვარმა ცვლილებამ „ვაგნერის“ დაქირავებული მებრძოლები და მისი დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი მძიმე მდგომარეობაში ჩააყენა.

„ჯერჯერობით უცნობია, ნამდვილად აპირებს თუ არა პრიგოჟინი ბახმუტიდან გასვლას 10 მაისს, თუ მან ეს განცხადება თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერის ბოლო მცდელობისას გააკეთა. თუ "ვაგნერი" უკან დაიხევს, მაშინ მათ, ალბათ ესაჭიროება რუსეთის თავდაცვის სამინისტროს აღჭურვილობა, რათა დაიცვას და ხელი შეუწყოს უკან დახევას“, - ნათქვამია ანგარიშში.

ცნობისთვის, „ვაგნერის“ დამფუძნებელმა, ევგენი პრიგოჟინმა 4-5 მაისს გამოაქვეყნა ვიდეოები, რომელშიც გამოაცხადა, რომ "ვაგნერის დაჯგუფების" დაქირავებული მემომრები ბახმუტს 10 მაისს დატოვებენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მარნეულში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა
ხოშტარია: დაწყებულია ტკივილის მართვა, რამაც დიდი შვება მომცა, ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე ოპერატორი მიშო მარტაშვილი დაიბარა
პოეტი ტარიელ ჭანტურია გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics