|
2023-05-05 17:18:05, 1168 ნახვა
საზოგადოება
კორეის რესპუბლიკის ქალაქ ინჩეონში საქართველომ როგორც 2024 წლის ADB-ის ყოველწლიური 57-ე შეხვედრის მასპინძელმა ქვეყანამ სპეციალური საზეიმო ღონისძიება გამართა
საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი ღონისძიება გაიმართა დღეს, კორეის რესპუბლიკის ქალაქ ინჩეონში, სადაც საქართველო ოფიციალურად წარდგა, როგორც 2024 წლის, აზიის განვითარების ბანკის ყოველწლიური 57-ე შეხვედრის მასპინძელი ქვეყანა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, სპეციალურად ორგანიზებულ საზეიმო ღონისძიებაზე მისულ მაღალი რანგის 300-ზე მეტ სტუმარს სხვადასხვა ქვეყნიდან, სიტყვით მიმართეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტმა, მასაცუგუ ასაკავამ. როგორც ლაშა ხუციშვილმა აღნიშნა, 2024 წელს თბილისში მსგავსი მასშტაბური ღონისძიების ჩატარება, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველომ პარტნიორებისა და ინვესტორებისათვის წარმოაჩინოს საკუთარი საინვესტიციო/ტურისტული შესაძლებლობები და განხორციელებული რეფორმები. „ღონისძიებაზე მოხდა საქართველოს შესახებ ვიდეორგოლის პრეზენტაცია. საზეიმო კონცერტზე, რომელსაც უძღვებოდა დავით ალადაშვილი, მაყურებლის წინაშე წარდგნენ ქართული ეროვნული ბალეტი „სუხიშვილები" და ანსამბლი „ბასიანი",- აღნიშნულია ინფორმაციაში.კორეის რესპუბლიკის ქალაქ ინჩეონში საქართველომ როგორც 2024 წლის ADB-ის ყოველწლიური 57-ე შეხვედრის მასპინძელმა ქვეყანამ სპეციალური საზეიმო ღონისძიება გამართ
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
ზესტაფონში ავარიის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
IPI: ვახო სანაიას პატიმრობა განსხვავებული აზრის ჩახშობის კიდევ ერთი საგანგაშო ნაბიჯია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)