22:32 - 08 Jul, 2026
|
2023-05-05 16:55:24, 1588 ნახვა
ომი უკრაინაში
დანია და გერმანია უკრაინას 80 Leopard 1-ის ტანკს გადასცემენ
დანია, გერმანიასთან ერთად, უკრაინას 80 Leopard 1-ის ტანკს გადასცემს. აღნიშნულის შესახებ დანიის თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ტროელს ლუნდ პულსენმა განაცხადა. მისი თქმით, Leopard 1-ის ტანკები უკრაინაში ექსპლუატაციისთვის 1-ელ ივნისს იქნება მზად, უკრაინული სამხედროების წვრთნა კი, დაახლოებით, ერთ თვეს გაგრძელდება. „ის, რომ ჩვენ უკრაინას 80 Leopard 1-ის ტანკს ვაწვდით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი რაოდენობაა. გარდა ამისა, მათ ძალიან კარგი სროლის და რელიეფის ნავიგაციის უნარი აქვთ“,- განაცხადა ტროელს ლუნდ პულსენმა . შეგახსენებთ, რომ 2 მაისს დანიამ უკრაინას დახმარების უდიდესი პაკეტი გამოუყო, რომელიც მოიცავს მანქანებს და საბრძოლო მასალას საჰაერო თავდაცვისთვის.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)