|
2023-05-05 12:28:24, 1171 ნახვა
საზოგადოება
გიორგი ვაშაძის ძმა - ჩემი წილი რეალიზებულია მეორე სართულზე სასტუმროში, სხვა ფართებთან შეხება არ მაქვს
შენობაში ვფლობ 25%-ს და ჩემი ეს წილი არის რეალიზებული მეორე სართულზე სასტუმროში, შესაბამისად, სხვა ფართებთან შეხება საერთოდ არ და ვერ მაქვს,- ამის შესახებ გიორგი ვაშაძის ძმამ, დავით ვაშაძემ განაცხადა მას შემდეგ, რაც თბილისში, აღმაშენებლის N75-ში, სავარაუდოდ, ე.წ. ქოლცენტრებთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა. მისი თქმით, ე.წ. ქოლცენტრის არსებობის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს. „ამ შენობაში მე ვფლობ 25%-ს და ჩემი ეს წილი არის რეალიზებული მეორე სართულზე სასტუმროში, რომელიც არის ჩემს საკუთრებაში 100%-ით, შპს „თბილისი თაიმსი“ ჩემი კომპანიაა, რომელიც დაახლოებით, 7 წელია მაქვს, სხვა ფართებთან შეხება საერთოდ არ და ვერ მაქვს. ასეთი გადანაწილებაა, პასუხისმგებელი ვარ მხოლოდ იმაზე, რაც მე მეკუთვის. ინფორმაცია არ მქონდა და როდესაც მე მიწევდა აქ ყოფნა, საერთოდ არც ვიცოდი თუ ზემოთ გახსნილი იყო რამე [ ე.წ ქოლცენტრი]. ფართების გაქირავებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს კომპანიის დირექტორი“,- განაცხადა დავით ვაშაძემ „მთავარ არხთან“ საუბრისას. შეგახსენებთ, რომ თბილისში, აღმაშენებლის გამზირის N75-ში, სავარაუდოდ, ე.წ. ქოლცენტრებთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა. საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ამ დროისთვის დალუქულია ოფისი, საიდანაც სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებები, მათ შორის კომპიუტერული ტექნიკა ამოიღეს.
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
ზესტაფონში ავარიის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
IPI: ვახო სანაიას პატიმრობა განსხვავებული აზრის ჩახშობის კიდევ ერთი საგანგაშო ნაბიჯია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)