|
2023-05-05 10:59:01, 886 ნახვა
საზოგადოება
ნაძალადევში, ნოსტეს I შესახვევში, საყრდენი კედელი მოეწყო
ნაძალადევის რაიონში, ნოსტეს I შესახვევში გრუნტის დამჭერი საყრდენი კედლის მშენებლობა და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება დასრულდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. უწყების ცნობით, პროექტის ფარგლებში, 34 მ სიგრძის გრუნტის დამჭერი კედელი აშენდა, უსაფრთხოების მოაჯირი დამონტაჟდა და ასევე, გზის საფარი 850 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა. ტერიტორიის ერთ ნაწილზე ასფალტის საფარი დაიგო, გარკვეულ მონაკვეთზე კი, ბეტონის გზა მოეწყო. შესრულებულ სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ირაკლი ხელაძესთან ერთად გაეცნო და ადგილობრივ მცხოვრებლებს შეხვდა. „ნოსტეს I შესახვევში გზის სავალი ნაწილი ჩამოიშალა, რის გამოც აუცილებელი გახდა საყრდენი კედლის მშენებლობა. მიმდებარე ტერიტორიაზე გრუნტიანი გზა იყო, რის გამოც მოსახლეობას გადაადგილება უძნელდებოდა, განსაკუთრებით ნალექიანი ამინდის დროს. ამ პროექტით ინფრასტრუქტურული პრობლემები აღმოიფხვრა, მოსახლეობის საცხოვრებელი გარემო გაუმჯობესდა და უსაფრთხო გახდა“, - განაცხადა ირაკლი ანდღულაძემ. ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობამ ბიუჯეტიდან ჯამში 175 328 ლარი დახარჯა.
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
ზესტაფონში ავარიის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
IPI: ვახო სანაიას პატიმრობა განსხვავებული აზრის ჩახშობის კიდევ ერთი საგანგაშო ნაბიჯია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)