00:02 - 23 Jul, 2026
|
2023-05-04 17:38:43, 878 ნახვა
საზოგადოება
გლდანის მეშვიდე მიკრორაიონის N6ა კორპუსთან სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
გლდანის მეშვიდე მიკრორაიონის N6ა კორპუსთან სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათი ცნობით, სამუშაოების ფარგლებში, დაახლოებით, 1 300 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე რეკრეაციული სივრცე ეწყობა. „ტერიტორიაზე განთავსდება ბავშვთა გასართობი და მოსასვენებელი ზონები, მონტაჟდება გარე განათებისა და სარწყავი სისტემები. მნიშვნელოვანი ნაწილი კი გამწვანებას დაეთმობა, დაირგვება სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე. ასევე, განთავსდება სკვერისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა. სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 340 000 ლარი არის გათვალისწინებული. სკვერის მოწყობის პროცესს გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ კალაძე გაეცნო“,- აღნიშნულია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)