|
2023-05-03 21:18:26, 815 ნახვა
საზოგადოება
Meta-მ 80 პრო-სამთვრობო ყალბი ანგარიში, 26 გვერდი, 9 ჯგუფი და Instagram-ზე 2 ანგარიში დაბლოკა
Meta-მ 80 პრო-სამთვრობო ყალბი ანგარიში, 26 გვერდი, 9 ჯგუფი და Instagram-ზე 2 ანგარიში დაბლოკა, რომლებიც სოციალური ქსელებში არსებულ პოლიტიკას არაავთენტიკური კოორდინირებული ქცევით არღვევდნენ. როგორც Meta-ს გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ქსელი 24 საათიან რეჟიმში მუშაობდა, რათა გაეძლიერებინა კონტენტი საქართველოს ხელისუფლების მხარდასაჭერად და მოეხდინათ მათი პოპულარიზაცია, რაც გამოიხატებოდა ოფიციალური სამთავრობო გვერდებისა და პროსამთავრობო პოსტების გაზიარებით, რაც მაქსიმალურად გააქტიურდა ხალხის ძალის მიერ ინიცირებულ "უცხოური აგენტების" კანონპროექტის კონტექსტში. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ საერთო თანხის ოდენობა, რაც Facebook-სა და Instagram-ის რეკლამებში დაიხარჯა, 33 500 აშშ დოლარს შეადგენდა. "სხვა ქმედებებთან ერთად ეს ანგარიშები ცდილობდნენ მომხმარებლების სხვა პლატფორმებზე შეტყუებას, რომლებთანაც წარსულში მომხმარებელთა პერსონალური ინფორმაციების გავრცელება არის დაკავშირებული. ქსელი 24 საათიან რეჟიმში მუშაობდა, რათა გაეძლიერებინა კონტენტი საქართველოს ხელისუფლების მხარდასაჭერად. ეს მოიცავდა მათ შორის ოფიციალური სამთავრობო გვერდებისა და პროსამთავრობო პოსტების გაზიარებას", - ნათქვამია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)