|
2023-05-03 15:51:24, 826 ნახვა
საზოგადოება
ირაკლი ქარქაშაძე - წლის ბოლომდე ქუთაისის აეროპორტიდან ათენისა და სალონიკის მიმართულებით კვირაში 8 სიხშირე გვექნება
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან საბერძნეთის მიმართულებით ფრენის სიხშირეები იზრდება და წლის ბოლომდე ათენსა და სალონიკში პირდაპირი რეგულარული რეისები 8 სიხშირით შესრულდება. ამის შესახებ საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა ირაკლი ქარქაშაძემ საქართველოში საბერძნეთის სრულუფლებიან ელჩთან, მარია თეოდორუსთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ირაკლი ქარქაშაძემ საქართველოში საბერძნეთის ელჩს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში უმასპინძლა და სამომავლო გეგმები გააცნო. "საბერძნეთი ჩვენთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და საინტერესო მიმართულებაა. ქუთაისის აეროპორტიდან ჩვენ სისტემატურად ვზრდით სიხშირეებსა და მიმართულებებს. წლის ბოლომდე ჩვენი აეროპორტიდან ათენისა და სალონიკის მიმართულებით ჯამურად კვირაში 8 სიხშირე გვექნება, რაც ნიშნავს, რომ მოთხოვნა არსებობს და დაინტერესება ჩვენს ქვეყნებს შორის მოგზაურობის კუთხით დიდია, როგორც საქართველოს ისე, საბერძნეთის მოქალაქეების მხრიდან. მივესალმებით, ამ მიმართულებით საქართველოში საბერძნეთის ელჩის აქტიურობას. დარწმუნებული ვართ, რომ კიდევ უფრო გავაღრმავებთ და ვიპოვით შესაძლებლობებს, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობას",- განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)