|
2023-05-03 15:11:29, 787 ნახვა
საზოგადოება
USAID-ისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის (IPM) სასწავლო კურსი ჩატარდა
სწავლების ფარგლებში მცენარეთა დაავადებების უახლესი დიაგნოსტიკის მეთოდები განიხილეს; ჩატარდა როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული მეცადინეობები. მონაწილეებმა მცენარეთა დაცვის ყველაზე ეფექტიან და სრულყოფილ სისტემებზე იმსჯელეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. მათი ცნობით, სწავლებაში მონაწილეობა სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის მცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკის დეპარტამენტის, ფიტოპათოლოგიის ლაბორატორიის მთავარი სპეციალისტმა მანანა გურიელიძემ მიიღო. „ლაბორატორიის მთავარი სპეციალისტის განმარტებით, დღესდღეობით აქტუალურია მცენარეთა დაცვის თანამედროვე ინტეგრირებული, ეკოლოგიური კონცეფციის განვითარება, რომელიც გვთავაზობს დაცვის უსაფრთხო საშუალებების და მეთოდების გამოყენებას. მცენარეთა დაცვის უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანია მცენარეთა სიჯანსაღის კონტროლის განხორციელება, რაც ითვალისწინებს მავნე ორგანიზმების გავრცელებასა და განვითარებაზე დაკვირვებას, მათ გამოვლენას და დიაგნოსტიკას. სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან. წლების განმავლობაში არაერთი წარმატებული პროექტი განხორციელდა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)