|
2023-05-03 14:50:38, 1368 ნახვა
ეკონომიკა
რომეო მიქაუტაძემ და ჯეიმს აპატურაიმ საქართველოს ენერგეტიკული პოტენციალი განიხილეს
საქართველოს ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე რეფორმები განიხილეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ, რომეო მიქაუტაძემ და ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწემ უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევების საკითხებში ჯეიმს აპატურაიმ ეკონომიკის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც ასევე ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის უფროსი ჯუბო ტურაშვილი, ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიების პოლიტიკის და მდგრადი განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ომარ წერეთელი, ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი ალექსანდრე ვინნიკოვი, ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის პოლიტიკური ოფიცერი გვანცა ლოლაძე, ნატო-სთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე დავით ნარდაია და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის ევროატლანტიკური ინტეგრაციის სამმართველოს მესამე მდივანი მარიამ ჯანელიძე ესწრებოდნენ. ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, მხარეებმა დეტალურად განიხილეს მნიშვნელოვანი ენერგეტიკული პროექტები და ისაუბრეს იმ მიმართულებებზე, რომლებიც საქართველოს მთავრობის თანმიმდევრული პოლიტიკის ფარგლებში ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების განმტკიცებას ემსახურება. ამ მხრივ ჯეიმს აპატურაიმ ხაზი გაუსვა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს და აღნიშნა, რომ მისი განხორციელება მნიშვნელოვანია არამხოლოდ საქართველოს, არამედ სამხრეთ კავკასიის განვითარებისთვის. "რომეო მიქაუტაძემ სტუმრებს ასევე გააცნო ის შედეგები, რაც განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის სქემის ფარგლებში გამოცხადებულ პირველ აუქციონზე დაფიქსირდა. მისი თქმით, აღნიშნული რეფორმა ძალიან წარმატებით ხორციელდება, რაც, საბოლოოდ, ენერგოსექტორში 2 მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიციის განხორციელების შესაძლებლობებს შექმნის. ჯეიმს აპატურაის განცხადებით, საქართველოს აქვს დიდი ენერგეტიკული პოტენციალი და მისი რესურსები იძლევა დადგმული სიმძლავრეების ზრდის საშუალებას, რაც ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის არსებითად მნიშვნელოვანია. ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწემ მხარდაჭერა გამოხატა საქართველოს ენერგეტიკული დარგის მიმართ და აღნიშნა, რომ მუდმივად მზადაა, საკუთარი რესურსებისა და კომპეტენციის ფარგლებში ხელი შეუწყოს ამ მნიშვნელოვანი მიმართულების განვითარებას საქართველოში",- ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციაში.
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)