|
2023-05-03 13:40:26, 754 ნახვა
საზოგადოება
NDI - თითქმის ყოველ მეექვსე მოქალაქეს ჰყავს უცხოეთში მცხოვრები ოჯახის წევრი, რომელიც მას რეგულარულად უგზავნის ფულს
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი საზოგადოების აზრის კვლევის ახალ შედეგებს აქვეყნებს. NDI-ის გამოკითხვის მიხედვით, თითქმის ყოველ მეექვსე მოქალაქეს ჰყავს უცხოეთში მცხოვრები ოჯახის წევრი, რომელიც მას რეგულარულად უგზავნის ფულს. უფრო კონკრეტულად კი, კითხვაზე, გყავთ თუ არა ოჯახის წევრი, რომელიც ამჟამად საზღვარგარეთ მუშაობს და რეგულარულად უგზავნის ფულს თქვენს ოჯახს, პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა: კი -16%, არა - 84%. NDI-ის ცნობით, გამოკითხვა 2023 წლის 17 მარტიდან 23 მარტამდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით სატელეფონო გამოკითხვის შედეგებს ემყარება. მარტში ჩატარებული გამოკითხვა 1032 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2 პროცენტია. კვლევა მოიცავს ისეთ საკითხებს როგორიცაა: დემოკრატია, ეკონომიკა, ინსტიტუტები, ქალების პოლიტიკური მონაწილეობა და საგარეო პოლიტიკა. NDI-ის კვლევა დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება. კვლევა ჩატარებულია CRRC საქართველოს მიერ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|



ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)