00:02 - 23 Jul, 2026
|
2023-05-03 13:45:59, 696 ნახვა
საზოგადოება
მერია - ორბელიანის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ორბელიანის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ლადო გუდიაშვილის ქუჩისა და გუდიაშვილის შესახვევის კვეთიდან გრიგოლ აბაშიძისა და ნატო ვაჩნაძის ქუჩების კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათი ცნობითმ დაგეგმილი კინოგადაღებების გამო, შეზღუდვა 4 მაისის 08:00-დან 20:00 საათამდე იმოქმედებს. „შეზღუდვის პერიოდში ლადო გუდიაშვილის ქუჩიდან მომავალი ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ გუდიაშვილის შესახვევიდან შოთა რუსთაველის გამზირზე, შემდეგ კი სვლას ანტონ ფურცელაძის, რევაზ თაბუკაშვილის, ნიკოლოზ ბარათაშვილისა და გრიგოლ აბაშიძის ქუჩების გამოყენებით გააგრძელებენ“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)