00:02 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-03 12:36:57, 877 ნახვა

საზოგადოება
NDI - მოსახლეობის 82% მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანებას, ხოლო 73% - NATO-ში

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და CRRC-საქართველოს მიერ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, NATO-ს მხარდაჭერა საქართველოში სტაბილურად მაღალია.

კვლევის თანახმად, მოსახლეობის 73% თვლის, რომ საქართველო NATO-ს წევრი უნდა გახდეს, 13% წინააღმდეგია, ხოლო 13%-მა არ იცის. 

კვლევის თანახმადვე, ევროკავშირის მხარდაჭერა კვლავ მაღალია, რაც საქართველოს მოქალაქეების მხრიდან ევროკავშირში გაწევრიანების ურყევ სურვილზე მიუთითებს. მოსახლეობის 82% თვლის, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი უნდა გახდეს, 9% წინააღმდეგია, ხოლო ასევე 8%-მა არ იცის.

ცნობისთვის, NDI საზოგადოების აზრის კვლევის ახალ შედეგების ანგარიში  2023 წლის 17 მარტიდან 23 მარტამდე პერიოდში ჩატარდა. სატელეფონო ინტერვიუს მეთოდით ჩატარდა 1 032 დასრულებული ინტერვიუ. საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2%. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
ზესტაფონში ავარიის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics