|
2023-05-03 10:10:55, 1423 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკთან“ პარტნიორობით, კომპანია „აგროქართლმა“ თბილისში ახალი შოურუმი გახსნა
"საქართველოს ბანკი", როგორც ბიზნესის მხარდამჭერი კერძო ფინანსური ინსტიტუტი აგრო მიმართულებით პროექტებს აქტიურად ახორციელებს. ამჯერად, ბანკთან პარტნიორობით კომპანია „აგროქართლმა“, რომელიც მომხმარებლებს სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებს სთავაზობს, თბილისში ახალი შოურუმი გახსნა. შოურუმი 1 000 კვ.მ ფართობზე მოეწყო. პროექტის ჯამური ღირებულება 2.5 მილიონი აშშ დოლარია. ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიცია კი 1 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. „აგროქართლი“ ბაზარზე 2005 წელს გამოჩნდა. კომპანია უკვე წლებია საქართველოს სხვადასხვა რეგიონშია წარმოდგენილი. ის ფარავს, როგორც კახეთს, ასევე, შიდა და ქვემო ქართლს, სამეგრელო-ზემო სვანეთს, იმერეთს, სამცხე-ჯავახეთს, გურიას და ახლა უკვე თბილისსაც. „საქართველოს ბანკთან" ოთხი წელია ვთანამშრომლობთ და მათთან ერთად არაერთი წარმატებული პროექტი განვახორციელეთ. სწორედ ამიტომ, კვლავ ვაგრძელებთ პარტნიორობას და გვიხარია, რომ მათი დახმარებით ახალი შოურუმის გახსნა თბილისშიც შევძელით. მომხმარებლებს ჩვენს მაღაზიებში შეუძლიათ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შეძენა. რაც შეეხება ახალ შოურუმს - წარმოდგენილია მცენარეთა დაცვის ყველა ის საშუალება, რომელიც ფერმერს მოსავლის დაცვისთვის სჭირდება, ასევე არის ბოსტნეულისა და ბაღჩეული კულტურების ფართო არჩევანი“, - აღნიშნავს კომპანია „აგროქართლის“ დამფუძნებელი, გოგა სიმონიშვილი. „საქართველოს ბანკი" კვლავ აგრძელებს აგრო მიმართულებით პროექტების დაფინანსებას. აღნიშნული პროექტი ერთი მხრივ მნიშვნელოვანია ბიზნესისა და სასოფლო-სამეურნეო მიმართულების პროექტების წახალისებისკენ, მეორე მხრივ კი, ქვეყანაში ჩნდება ახალი სამუშაო ადგილები, რაც ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებისკენაა მიმართული. კომპანია საქმიანობას წლებია წარმატებით ართმევს თავს. ის სოფლის მეურნეობის სექტორში 22-წლიანი გამოცდილების მქონე შვეიცარიულ კომპანია SYNGETA-სთან თანამშრომლობს, რაც მათ წარმატებულ საქმიანობას უსვამს ხაზს“, - აღნიშნავს "საქართველოს ბანკის" კორპორაციული საბანკო მომსახურების სექტორის უფროსი, გიორგი წეროძე.
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)