23:37 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-02 16:25:41, 1538 ნახვა

ომი უკრაინაში
ჩერევატი - რუსეთს ბახმუტის აღება 9 მაისამდე სურს

რუსეთს ბახმუტის აღება 9 მაისამდე სურს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთ ჯგუფის სპიკერმა, სერგეი ჩერევატიმ განაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთი ბახმუტის აღების თარიღის გადადებაში გინესის რეკორდს დაამყარებს, ვინაიდან, ბახმუტის აღების პირველი თარიღად მათ 2022 წლის ივლისი დაასახელეს, თუმცა ის დღემდე მყარად დგას.

მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის თავდაცვის ძალები, თავის მხრივ, ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ რუსეთის მიერ დასახული გეგმები რეალობად არ იქცეს.

"რუსეთს 9 მაისამდე სურს ბახმუტის აღება, მაგრამ თავდაცვის ძალები ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ მათი გეგმები რეალობად არ იქცეს.

მალე გინესის რეკორდს დაამყარებენ [ბახმუტის] აღების თარიღის გადადებაში. მარტის ბოლომდე მათ მთელი დონბასი უნდა აეღოთ. ბახმუტის აღების პირველი თარიღები 2022 წლის ივლისში იყო, თუმცა ის დღემდე მყარად დგას", - განაცხადა ჩერევატიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
მარნეულში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა
ხოშტარია: დაწყებულია ტკივილის მართვა, რამაც დიდი შვება მომცა, ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics