23:34 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-01 23:15:24, 1553 ნახვა

ომი უკრაინაში
რუსეთმა ბახმუტისთვის ბრძოლის ხუთ თვეში 100 000 ჯარისკაცი დაკარგა - აშშ-ის დაზვერვა

დეკემბრის დასაწყისიდან აპრილის ბოლომდე რუსეთის ფედერაციამ მხოლოდ დონეცკის ოლქში ბახმუტისთვის გამართულ ბრძოლებში დაკარგა 100 000 ჯარისკაცი დაღუპული და დაჭრილი.

ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ განაცხადა, იუწყება Sky News.

აშშ-ს შეფასებით, ქალაქისთვის ბრძოლების დროს დაიღუპა 20000 დამპყრობელი და დაშავდა კიდევ 80000. მათი ნახევარი კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერს“ ეკუთვნის.

კირბის თქმით, რუსეთის დანაკარგების შეფასება ეყრდნობა აშშ-ს დაზვერვის ბოლო დროს გასაიდუმლოებულ მონაცემებს. ვაშინგტონში ასევე მიაჩნიათ, რომ რუსეთის შეტევა ბახმუტზე შეჩერდა და ჩავარდა.
აღსანიშნავია, რომ გენერალური შტაბის ოფიციალური ინფორმაციით, სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყებიდან, 1 მაისის მდგომარეობით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 190 960 რუსი დამპყრობელი გაანადგურეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
მარნეულში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა
ხოშტარია: დაწყებულია ტკივილის მართვა, რამაც დიდი შვება მომცა, ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics