23:36 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-01 14:39:53, 1591 ნახვა

ომი უკრაინაში
პავლოგრადში რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 34-მდე გაიზარდა, მათ შორის 5 ბავშვია

დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ პავლოგრადში, ოკუპანტების სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 34-მდე გაიზარდა, მათ შორის 5 ბავშვია. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას დნეპროპეტროვსკის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი სერგეი ლისაკი ავრცელებს.

ლისაკის თქმით, დაშავებულთა შორის ყველაზე პატარა 8 წლის გოგონაა.

"პავლოგრადის რაიონზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად უკვე 34 ადამიანი დაშავდა. მათგან 5 ბავშვია. ყველაზე ახალგაზრდა გოგონა მხოლოდ 8 წლისაა",- განაცხადა ლისაკმა

მისივე თქმით, ქალაქში დაზიანდა სამრეწველო საწარმო, 19 მაღალსართულიანი კორპუსი, 25 კერძო სახლი, 6 სასკოლო და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება და 5 მაღაზია.

ცნობისთვის, რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის ტერიტორიაზე სარაკეტო შეტევა განახორციელეს. იერიში დნეპროპეტროვსკის, კიროვოგრადის, დონეცკის, კიევის, სუმის, პოლტავას, ზაპოროჟიესა და ჩერკასის ოლქების მიმართულებით განხორციელდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
მარნეულში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა
ხოშტარია: დაწყებულია ტკივილის მართვა, რამაც დიდი შვება მომცა, ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics