21:47 - 18 Jul, 2026
|
2023-05-01 13:54:00, 747 ნახვა
მსოფლიო
რუსეთში, ბრიანსკის ოლქში რკინიგზაზე აფეთქება მოხდა - მატარებელი რელსებიდან გადავარდა [ვიდეო]
რუსეთში, ბრიანსკის ოლქში რკინიგზის ლიანდაგზე აფეთქება მოხდა, რის გამოც, მატარებელი რელსებიდან გადავარდა. აღნიშნულ ინფორმაციას რუსული სამთავრობო-პროპაგანდისტული "რია ნოვოსტი" გუბერნატორზე, ალექსანდრე ბოგომაზზე დაყრდნობით ავრცელებს. ბოგომაზის განცხადებით, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. "უნეჩის რაიონში, ბრიანსკ-უნეჩის რკინიგზის 136-ე კილომეტრზე, ამოუცნობი ასაფეთქებელი მოწყობილობა აფეთქდა, რის შედეგადაც სატვირთო მატარებლის ლოკომოტივი რელსებიდან გადავარდა. მსხვერპლი არ არის",- დაწერა გუბერნატორმა Telegram-ზე. რუსეთის ფედერაციის რკინიგზის ინფორმაციით, რელსებიდან ელმავალთან ერთად, მატარებლის 7 ვაგონი გადავარდა. შემთხვევის ადგილზე საგანგებო სიტუაციების სამსახურია მობილიზებული. სარკინიგზო გადაადგილება შეჩერებულია.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის გენერალურმა შტაბმა ნავთობის საცავის გარდა, ტანკერების და გემ „სვეტლიაკის“ დაბობვის შესახებ განაცხადა
კიევსა და სხვა რამდენიმე ქალაქში ფედოროვის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები მეორე დღეა გრძელდება: მონაწილეები სკანდირებენ „სირსკი, წადი!“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)