21:47 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-01 10:03:02, 868 ნახვა

მსოფლიო
ერდოღანი აცხადებს, რომ სირიაში ISIS-ის ლიდერი მოკლეს

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ ქვეყნის სადაზვერვო ძალებმა სირიაში "ისლამური სახელმწიფოს" (ISIS) ლიდერი აბუ ჰუსეინ ალ-ყურეიში მოკლეს. 

ერდოღანის თქმით, ტერორისტული ორგანიზაციის ლიდერს თურქეთის ეროვნული სადაზვერვო ორგანიზაცია (MIT) თვალყურს დიდი ხანია ადევნებდა.

"ჩვენი ეროვნული სადაზვერვო ორგანიზაცია დიდი ხანია თვალყურს ადევნებს "ისლამური სახელმწიფოს" ე.წ. ლიდერს, აბუ ჰუსეინ ალ-ყურეიშს. ეს პირი გუშინ განეიტრალდა ჩვენი ეროვნული სადაზვერვო ორგანიზაციის მიერ სირიაში ჩატარებული ოპერაციის დროს", - განაცხადა ერდოღანმა და დასძინა, რომ თურქეთი ტერორიზმთან ბრძოლით ხელს უწყობს ევროპის უსაფრთხოებას.

აღსანიშნავია, რომ ალ-ყურეიში ISIS-ის ლიდერად გასული წლის ნოემბერში მას შემდეგ დასახელდა, რაც მისი წინამორბედი სამხრეთ სირიაში მოკლეს. ალ-ყურეიშს ISIS "ძველ მებრძოლს" უწოდებოდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
19 ივლისს უმეტეს რეგიონში მოსალოდნელია წვიმა, ელჭექი, სეტყვა
რუსეთში ათასობით ტურისტული სააგენტოს დახურვა დაიწყო
ფიფა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის გადადებას ხანძრების გამო გამორიცხავს - Bloomberg
ზელენსკი სირსკის შემცვლელად მუშაობას განიხილავს - FT
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics