|
2023-04-30 13:51:28, 787 ნახვა
საზოგადოება
ცესკო შუალედური/რიგგარეშე არჩევნების წინასწარ შედეგებს აქვეყნებს
ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა 29 აპრილის შუალედური/რიგგარეშე არჩევნების წინასწარი შედეგი წარადგინა. როგორც მან ცესკო-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, დათვლილია ყველა, 165-ვე საარჩევნო უბნის მონაცემები. "შედეგები კი შემდეგნაირია. საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები: № 21 - ბესიკი წულეისკირი („თავისუფალი საქართველო”) 1 359 ხმა, 4,7%; №41 გიორგი ხახუბია („ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“) 27 553 ხმა, 95.3%. საკრებულოების შუალედური არჩევნების შედეგად წინასწარი მონაცემები შემდეგია: გურჯაანი № 41 ზურაბი მუხულიშვილი („ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“) 1 347 ხმა; თიანეთი №41 იოსებ მათურელი („ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“) 345 ხმა; ახალციხე № 41 როინი ნებაძე („ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“) 463 ხმა; ტყიბული №41 გიორგი კერესელიძე („ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“)-1 322 ხმა 86.63%; №51 გიორგი გაგოშიძე (საინიციატივო ჯგუფი) 204 ხმა, 13.37 %; ქუთაისი № 41 მიხეილი გიორგაძე („ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“) 5 396 ხმა. რაც შეეხება მერების რიგგარეშე არჩევნებს, აქ წინასწარი შედეგები შემდეგია: ცაგერი №41 ლევან ზალკალიანი („ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“) 4 825 ხმა; თერჯოლა №41 მანუჩარ რობაქიძე („ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ – 11 511 ხმა",- განაცხადა ცესკო-ს პრესსპიკერმა.
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)