|
2023-04-28 18:32:19, 805 ნახვა
მსოფლიო
პესკოვი - მოლდოვა ცდილობს გახდეს არამეგობრული ქვეყანა, ევროინტეგრაციის ატრიბუტად კი რუსეთის სიძულვილი მიაჩნია
ცხადია, მოლდოვის ამჟამინდელი ხელმძღვანელობა სწრაფად მიდის იმ ძალიან კარგად ცნობილი რუსოფობიისკენ, რომელიც ჩვენ უკვე ვიცით, - ასე გამოეხმაურა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი მოლდოვის პრეზიდენტის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს რესპუბლიკაში შესვლა ეკრძალება. მისივე თქმით, მოლდოვა ცდილობს გახდეს რუსეთისთვის არამეგობრული ქვეყანა და ევროინტეგრაციის ატრიბუტად რუსეთის სიძულვილი მიაჩნიათ. "ცხადია, მოლდოვის ამჟამინდელი ხელმძღვანელობა სწრაფად მიდის იმ ძალიან კარგად ცნობილი რუსოფობიისკენ, რომელიც ჩვენ უკვე ვიცით, მათ მიაჩნიათ, რომ ევროინტეგრაციის აბსოლუტურად სავალდებულო ატრიბუტი უნდა იყოს - რუსეთის სიძულვილი და ნებისმიერი პრორუსული გამოვლინება", - განაცხადა პესკოვმა. შეგახსენებთ, მოლდოვის ხელისუფლებამ გადაწყვიტა შეუერთდეს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნის ჯგუფს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის გენერალურმა შტაბმა ნავთობის საცავის გარდა, ტანკერების და გემ „სვეტლიაკის“ დაბობვის შესახებ განაცხადა
კიევსა და სხვა რამდენიმე ქალაქში ფედოროვის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები მეორე დღეა გრძელდება: მონაწილეები სკანდირებენ „სირსკი, წადი!“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)