|
2023-04-28 09:45:49, 922 ნახვა
საზოგადოება
ვახტანგ გომელაურის ოფიციალური ვიზიტი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში დასრულდა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ოფიციალური ვიზიტი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში დასრულდა. შსს-ს ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, ვახტანგ გომელაური გერმანიის ფედერალურ შინაგან საქმეთა მინისტრს - ნენსი ფეზერს შეხვდა. უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა სამართალდაცვით სფეროში არსებული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და სამომავლო ურთიერთობის პერსპექტივებზე ისაუბრეს. "განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა არალეგალური მიგრაციისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით განხორციელებულ ღონისძიებებზე, ასევე, ამ კუთხით პოლიციის ატაშეების როლზე. გერმანულმა მხარემ აღნიშნა, რომ საქართველო წარმატებით ახორციელებს ევროკავშირთან რეადმისიის შეთანხმების იმპლემენტაციას. ამასთანავე, დადებითად შეფასდა საქართველოს მიერ განხორციელებული ღონისძიებები და მიმდინარე რეფორმები, რომლებიც ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის გამოწვევებზე საპასუხოდ განხორციელდა. შეხვედრაზე გერმანულმა მხარემ სურვილი გამოთქვა, შეიქმნას ორმხრივი სამუშაო ჯგუფები, რათა სხვადასხვა პროფესიის მქონე საქართველოს მოქალაქეებს დამატებით მიეცეთ გერმანიაში ლეგალურად დასაქმების შესაძლებლობა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებულ ნაყოფიერი თანამშრომლობა მიმოიხილეს და ბოლო პერიოდში განხორციელებული ერთობლივი ოპერაციები დადებითად შეაფასეს. გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ოფიციალური ვიზიტი დღეს დასრულდა", - ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)