|
2023-04-26 22:31:02, 973 ნახვა
საზოგადოება
ბავშვთა ენდოკრინოლოგი ვოსორიტიდზე - არცერთი ქვეყნის პროტოკოლში, ეს პრეპარატი, როგორც აუცილებელი მკურნალობის მეთოდი, მითითებული არ არის
„არცერთი ქვეყნის პროტოკოლში, ეს პრეპარატი [ვოსორიტიდი], როგორც აუცილებელი მკურნალობის მეთოდი, მითითებული არ არის“, - აღნიშნულის შესახებ, ბავშვთა ენდოკრინოლოგმა, ნინო ხელაძემ, იშვიათი დაავადებების საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ აქონდროპლაზია საფრთხეს არ უქმნის, პაციენტთა სიცოცხლეს და შესაბამისად, უმჯობესია წამლის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილება, შესაბამისი ინფორმაციის შეგროვებისა და საფუძვლიანი ანალიზის შემდეგ იქნას მიღებული. რაც შეეხება აღნიშნული სინდრომის თანმდევი დაავადებების, დიაგნოსტიკასა და მკურნალობას როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ ჯანდაცვის სამინისტრო დააფინანსებს. ნინო ხელაძემ, სამინისტროს გადაწყვეტილება, თანმდევი დაავადების მკურნალობასთან დაკავშირებით, დადებითად შეაფასა. პედიატრმა აღნიშნა, რომ აქონდროპლაზიის პროტოკოლზე მომუშავე ჯგუფი, დაავადების მართვის გაიდლაინის შემუშავებაზე, დაჩქარებულ რეჟიმში მუშაობს. “ჩვენ ყველა ქვეყნის პროტოკოლი, რაც ამ წუთში არსებოს გვიდევს და ყველას მიხედვით ვაჯერებთ. ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ბავშვებისთვის რეალური რაც არის, ისეთი ფორმით შევიმუშავებთ. წამალი უმეტესზე არ მოქმედებს, ამიტომ აუცილებელია, რომ ყველა ბავშვი შეფასდეს და თუ მათ აქვთ სხვადასხვა გართულებები, რომელთაც სჭირდებათ ან რეაბილიტაცია, ან ყელ-ყურის მხრივ ჩარევა, ან რაიმე ოპერაციული ჩარევა, რაც შეიძლება დროულად და კვალიფიციურად უნდა იყოს შეთავაზებული“, - განაცხადა ნინო ხელაძემ.
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
სამტრედიაში რკინის კონსტრუციის ჩამოშლას ახალგაზრდა პირი ემსხვერპლა
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)