|
2023-04-23 11:26:29, 1396 ნახვა
მსოფლიო
ევროკავშირი აპირებს რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლა გაართულოს - Bloomberg
საერთაშორისო სააგენტო Bloomberg-ის ცნობით, შეზღუდვების მე-11 პაკეტი, რომელსაც ევროკავშირი ამზადებს, მიზნად ისახავს რუსეთისთვის არსებული სანქციების გვერდის ავლა გაართულოს. თუმცა, ამ გადაწყვეტილებას მხარი უნდა დაუჭიროს ევროკავშირის ყველა წევრმა. ევროკავშირი რუსეთში საქონლის ტრანზიტის აკრძალვას აპირებს, - იუწყება სააგენტო. ტრანზიტის აკრძალვა მოიცავს უამრავ ტექნოლოგიასა და საქონელს, მათ შორის რამდენიმე ტიპის სატრანსპორტო საშუალებებს, მაგრამ შესაძლოა ყველა მათგანს არ აეკრძალოს რუსეთში გავლა მესამე ქვეყნებისკენ მიმავალ გზაზე. ტანკერებს, რომლებიც არ იყენებენ სანავიგაციო სისტემებს თავიანთი მოძრაობის თვალყურის დევნებისთვის, შეიძლება დაექვემდებარონ სანქციებს. პაკეტი მიმართული იქნება ხარვეზების დახურვისა და არსებული შეზღუდვების გვერდის ავლით, მათ შორის მესამე ქვეყნების კომპანიების დახმარებით.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ ფედოროვთან და სირსკისთან ისაუბრა: გადაწყვეტილებები შემუშავდება
უკრაინის გენერალურმა შტაბმა ნავთობის საცავის გარდა, ტანკერების და გემ „სვეტლიაკის“ დაბობვის შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)