08:58 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-20 15:52:23, 740 ნახვა

საზოგადოება
შამუგია - 2022 წელს, UNESCO-ს გადაწყვეტილებით, საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში პირველად ორი ბიოსფერული რეზერვატი დაარსდა

საქართველოს უნიკალურმა ბიომრავალფეროვნებამ UNESCO-სგან მეორედ მოიპოვა საერთაშორისო აღიარება. ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, 2021 წელს, საქართველოს 4 დაცული ტერიტორიის: კოლხეთისა და მტირალას ეროვნული პარკების, კინტრიშისა და ქობულეთის დაცული ტერიტორიების მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის ნუსხაში დამატების შემდეგ, 2022 წელს, UNESCO-მ ,,დედოფლისწყაროს ბიოსფერული რეზერვატი’’ (დედოფლისწყარო) და ,,სამი ალაზნის ბიოსფერული რეზერვატი’’ (თუშეთი) აღიარა და ბიოსფერული რეზერვატების საერთაშორისო ნუსხაში შეიტანა“, 

"აღსანიშნავია, რომ ბიოსფერული რეზერვატის სტატუსი სამხრეთ კავკასიის რეგიონში, არცერთ ტერიტორიას არ ჰქონია. ,,დედოფლისწყაროს ბიოსფერული რეზერვატი’’ და ,,სამი ალაზნის ბიოსფერული რეზერვატი“ წარმოადგენს პირველ პრეცედენტს რეგიონის მასშტაბით",- განაცხადა შამუგიამ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
Freedom House - სანაიას დაპატიმრება Facebook-ზე გამოქვეყნებული პოსტის გამო გამოხატვის თავისუფლების აშკარა დარღვევაა
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics