09:45 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-19 16:49:35, 765 ნახვა

საზოგადოება
ზურაბ აზარაშვილმა ღასან ხალილთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა, გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს წარმომადგენელთან, გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მხარეებმა, ბავშვთა უფლებების დაცვისა და სოციალური კეთილდღეობისთვის გადადგმული ნაბიჯები და ერთობლივი აქტივობები შეაფასეს.

„უწყების ხელმძღვანელმა, ღასან ხალილს, საქართველოში, ბავშვების განვითარებასა და მათი კეთილდღეობის ხელშეწყობაში შეტანილი წვლილისთვის, მადლობა გადაუხადა. თავის მხრივ, გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს წარმომადგენელმა მადლიერება გამოხატა, ნაყოფიერი თანამშრომლობისა და საქართველოში ბავშვთა უფლებების დაცვის სფეროში გაწეული ძალისხმევისთვის. 

შეხვედრას გაეროს ბავშვთა ფონდის ჯანმრთელობისა და ნუტრიციის სპეციალისტი თაკო უგულავა ესწრებოდა.

ღასან ხალილი  საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის  წარმომადგენლის პოზიციაზე 5 წელი მუშაობდა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ქეთი დუმბაძე ონისე ოქრიაშვილზე ფიზიკურ თავდასხმაზე - ძალიან შევწუხდი და განვიცდი
ნოდარ დუმბაძის შვილიშვილი - ბაბუაჩემის სახელით ადამიანის ცემა ან პროვოკატორის ნახელავი უნდა იყოს, ან იდიოტის
შსს - ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელი პოლიციაში გამოცხადდა და იკითხება
Freedom House - სანაიას დაპატიმრება Facebook-ზე გამოქვეყნებული პოსტის გამო გამოხატვის თავისუფლების აშკარა დარღვევაა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics