|
2023-04-19 16:31:47, 733 ნახვა
საზოგადოება
ბენდელიანი - წერეთელის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში იწარმოებს
წერეთლის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოებს პროვაიდერი კომპანიების გარდა, რამდენიმე კონტრაქტორი კომპანია შეასრულებს - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმა მედიას განუცხადა. ბენდელიანის თქმით, სამუშაოები, სარეაბილიტაციო არეალის მასშტაბიდან გამომდინარე, 24-საათიან რეჟიმში იწარმოებს. „გუშინდელი დღიდან, 18 აპრილიდან, წერეთლის გამზირსა და ე.წ. დიდუბის ხიდზე დავიწყეთ შესაბამისი ბარიერებით კონკრეტული სარეაბილიტაციო არეალის შეზღუდვა. ეს პროცესი დღესაც გრძელდება და მთლიანი მონაკვეთი შეიზღუდება. ღამის განმავლობაში კი მოხდება შესაბამისი ტექნიკის მობილიზება და ობიექტზე გადმოყვანა. ხვალ დილიდან დაგეგმილი გვაქვს, დავიწყოთ სარეაბილიტაციო სამუშაობი. რაც შეეხება რეაბილიტაციის პროცესს, ეს იქნება 24-საათიან რეჟიმში, ვინაიდან ვიცით, რომ სარეაბილიტაციო არეალი საკმაოდ მასშტაბურია და წერეთელი ერთ-ერთი ყველაზე ცენტრალური გამზირი არის ქალაქისთვის. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მალე დასრულდეს კონკრეტულად იმ მონაკვეთში სარეაბილიტაციო სამუშაობი. აქედან გამომდინარე, იძულებულები ვართ, ღამის განმავლობაშიც ვაწარმოოთ სარეაბილიტაციო სამუშაოები“, - განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა. მისივე თქმით, კაპიტალური რეაბილიტაციის პროცესში სრულად შეიცვლება კომუნიკაციები. "ეს იქნება სრული რეაბილიტაცია როგორც მიწიქვეშა, ასევე მიწისზედა კომუნიკაციების, მოეწყობა გამწვანებული თარგები, გარე განათების ქსელი და მიწიქვეშა ურნები. რამდენიმე კომპანიაა ამ პროცესში მერიის მხრიდან ჩართული. გარდა ამისა, პროვაიდერი კომპანიები იქნებიან ჩართული. „ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერი“, „თელასი“, „თბილისი ენერჯი“, „მაგთი“, „სილქნეტი“ და აშ. რადგან ამ კომპანიების საკუთრებაშია არსებული ქსელები და საჭიროა მისი სრულად ჩანაცვლება.
ქეთი დუმბაძე ონისე ოქრიაშვილზე ფიზიკურ თავდასხმაზე - ძალიან შევწუხდი და განვიცდი
ნოდარ დუმბაძის შვილიშვილი - ბაბუაჩემის სახელით ადამიანის ცემა ან პროვოკატორის ნახელავი უნდა იყოს, ან იდიოტის
შსს - ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელი პოლიციაში გამოცხადდა და იკითხება
Freedom House - სანაიას დაპატიმრება Facebook-ზე გამოქვეყნებული პოსტის გამო გამოხატვის თავისუფლების აშკარა დარღვევაა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)