05:45 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-18 16:15:23, 1482 ნახვა

ომი უკრაინაში
პოდოლიაკი პუტინის ხერსონში ჩასვლაზე - ეს „სპეციალური ტურია“, რათა მისი მინიონების დანაშაულებით ბოლოჯერ დატკბეს

ეს მასობრივი მკვლელობების ავტორის მხოლოდ "სპეციალური ტურია" ოკუპირებულ და დანგრეულ ტერიტორიებზე, რათა ბოლოჯერ დატკბეს მისი მინიონების დანაშაულებით, - ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ხერსონში ვიზიტს.

მისივე თქმით, პუტინის დეგრადაცია შთამბეჭდავია და მის განცხადებას ახლა უკვე აღარავინ ელოდება.

"პუტინის დეგრადაცია შთამბეჭდავია. მსოფლიო მის განცხადებას ერთი წლის წინ ელოდა, ახლა არა. ასეთი პოლიტიკური აქტორი არ არსებობს. ეს მასობრივი მკვლელობების ავტორის მხოლოდ "სპეციალური ტურია" ოკუპირებულ და დანგრეულ ტერიტორიებზე, რათა ბოლოჯერ დატკბეს მისი მინიონების დანაშაულებით", - წერს პოდოლიაკი.

შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ხერსონის ოლქში ჩავიდა და დნეპრის ჯარების ჯგუფის შტაბ-ბინა მოინახულა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics