05:45 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-14 14:26:33, 1827 ნახვა

ომი უკრაინაში
ბერბოკი - გერმანიას სურს, ჩინეთმა იმოქმედოს რუსეთზე, რათა უკრაინაში აგრესია დაასრულოს

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი მოუწოდებს ჩინეთს, უკრაინაში ომის დასრულებასთან დაკავშირებით, რუსეთის ფედერაციაზე თავისი გავლენა გამოიყენოს. აღნიშნულ ინფორმაციას გერმანული გამოცემა Spiegel-ი ავრცელებს.

ჩინეთში ვიზიტით მყოფმა გერმანელმა დიპლომატმა თქვა, რომ ჩინეთს, როგორც გაერო-ს უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრს, განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აქვს.

"გერმანიას სურს, ჩინეთმა იმოქმედოს რუსეთზე, რათა საბოლოოდ დაასრულოს თავისი აგრესია“, - განაცხადა ბერბოკმა.

აღსანიშნავია, რომ ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჩინ განგმა გერმანელ კოლეგასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ ჩინეთი უკრაინის კონფლიქტში მონაწილე მხარეებს იარაღს არ მიაწვდის.

ცნობისთვის, ანალენა ბერბოკი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის შემდეგ, სამხრეთ კორეაში, შედეგ კი იაპონიაში ჩავა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics