13:43 - 19 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-11 19:47:45, 1391 ნახვა

მსოფლიო
ბაიდენი WSJ-ის ჟურნალისტის გერშკოვიცის მოსკოვში დაკავებას სრულიად უკანონოს უწოდებს

აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ რუსეთის ხელისუფლების მიერ Wall Street Journal-ის ჟურნალისტის ევან გერშკოვიჩის დაკავება "სრულიად უკანონოა".

„ჩვენ ცხადყოფთ, რომ ის, რაც გერშკოვიცთან ხდება, სრულიად უკანონოა“, - თქვა ბაიდენმა.

ორშაბათს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა გერშკოვიჩი "არასწორად დაკავებულად" აღიარა. ეს სტატუსი მძევლის სტატუსის ტოლფასია და ამერიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილება არის ფორმალური ნაბიჯი, რომლის მიზანია გერშკოვიჩის გათავისუფლებაზე მუშაობის გამარტივება და დაჩქარება.

ევან გერშკოვიჩი ეკატერინბურგში მარტის ბოლოს დააკავეს. რუსეთის FSB ირწმუნება, რომ გერშკოვიჩი "დაკავებული იყო რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ერთ-ერთი საწარმოს შესახებ ინფორმაციის შეგროვებით, რაც სახელმწიფო საიდუმლოებას წარმოადგენს". გერშკოვიჩს ჯაშუშობაში წაუყენეს ბრალი და წაიყვანეს მოსკოვში, სადაც სასამართლომ იგი ორი თვით დააკავა.

გერშკოვიჩი არ აღიარებს მის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებას. მსოფლიოს 30-ზე მეტი მედიასაშუალების ხელმძღვანელმა ხელი მოაწერა წერილს აშშ-ში რუსეთის ელჩს ანატოლი ანტონოვს ჟურნალისტის გათავისუფლების მოთხოვნით.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისის ერთ-ერთი მაღაზია ერთ თვეში მეოთხედ გაძარცვეს
სალომე ზურაბიშვილი აშშ-ის პრეზიდენტის წერილზე: ეს სტანდარტული პასუხის გარდა სხვა არაფერია
მეუღლის საფლავის მოპირკეთებას დაჰპირდა, 10 300 ლარი გამოართვა, თუმცა სამუშაოები არ შეუსრულებია
სტავროპოლის ოლქში ნავთობის საწყობზე თავდასხმა განხორციელდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics