07:10 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-11 18:45:32, 1562 ნახვა

ომი უკრაინაში
კონგრესმენი ჯიმ ჰაიმსი - პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვა, თუ ის ავთენტურია, ბრძოლის ველზე ცუდ შედეგებში გარდაიქმნება

პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვას, თუ ის ავთენტურია, სერიოზული შედეგები შეიძლება მოჰყვეს უკრაინელებისთვის რუსეთთან ომში, - ამის შესახებ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტის წევრმა, კონგრესმენმა ჯიმ ჰაიმსმა განაცხადა.

მისივე თქმით,  ყველაფერი, რაც მიუთითებს სადაზვერვო ინფორმაციის წყაროებსა და მეთოდებზე, შეიცავს რეალურ რისკს, რომ ეს წყაროები და მეთოდები შეიძლება გაქრეს.

„რუსებს არ გაუჭირდებათ სადაზვერვო ინფორმაციის შეგროვების გზების გაწყვეტა. ყველაფერი, რაც მიუთითებს სადაზვერვო ინფორმაციის წყაროებსა და მეთოდებზე, შეიცავს რეალურ რისკს, რომ ეს წყაროები და მეთოდები შეიძლება გაქრეს. ეს შეიძლება ნიშნავდეს ადამიანების მოკვლას, ეს შეიძლება ნიშნავდეს ტექნოლოგიების გათიშვას. ეს ბრძოლის ველზე ცუდ შედეგებში გარდაიქმნება“, - განაცხადა ჯიმ ჰაიმსმა.

შეგახსენებთ, რომ 6 აპრილს, პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტები Twitter-სა და Telegram-ზე გავრცელდა, სადაც ოფიციალური პირების განცხადებით, განხილულია თემების ფართო სპექტრი, რომლებიც ეხება ომს უკრაინაში, ჩინეთს, ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკას. ამასთან, ერთ-ერთ დოკუმენტში, რომელიც დათარიღებულია 23 თებერვლით, დეტალურად არის აღწერილი, თუ როგორ ამოიწურება უკრაინის S-300 ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემების მარაგი გამოყენების ამჟამინდელი ტემპით 2 მაისამდე.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა პენტაგონის დოკუმენტების შესაძლო გავრცელების ფაქტზე გამოძიება კი, 9 აპრილს დაიწყო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics