13:43 - 19 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-10 19:10:01, 1413 ნახვა

მსოფლიო
ბაიდენი - ვაპირებ ვიყო დემოკრატიული კანდიდატი 2024 წლის არჩევნებში

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, განაცხადა, რომ 2024 წლის არჩევნებში კენჭი ხელახლა იყაროს, თუმცა ოფიციალური განცხადების გასაკეთებლად ის ჯერ მზად არ არის. ამის შესახებ მან NBC-ის გადაცემა Today-ის ინტერვიუში განაცხადა.

მედიის ცნობით, ბაიდენი ამერიკის ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისთან ერთად აპირებს კენჭისყრას.

თეთრ სახლში აცხადებენ, რომ მიმდინარეობს საბოლოო გადაწყვეტილებების მიღება ბაიდენის მეორე ვადით კენჭისყრისთვის საარჩევნო კამპანიის დასაწყებად.

"ვაპირებ კენჭისყრას... მაგრამ ჩვენ ჯერ არ ვართ მზად, ოფიციალური განცხადება გავაკეთოთ", - განაცხადა ბაიდენმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისის ერთ-ერთი მაღაზია ერთ თვეში მეოთხედ გაძარცვეს
სალომე ზურაბიშვილი აშშ-ის პრეზიდენტის წერილზე: ეს სტანდარტული პასუხის გარდა სხვა არაფერია
მეუღლის საფლავის მოპირკეთებას დაჰპირდა, 10 300 ლარი გამოართვა, თუმცა სამუშაოები არ შეუსრულებია
სტავროპოლის ოლქში ნავთობის საწყობზე თავდასხმა განხორციელდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics